ჯანსაღი კომუნიკაცია: ბოდი - ნოტ მოდელი

წამყვანი : ერიკ იარლნესი (დანია)

1-4 ოქტომბერი 2020

სემინარის ხანგრძლივობა: 4 დღე


ერიკ იარლნესი (დანია) - თანამედროვეობის ერთ-ერთი წამყვანი სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი.ა იგი ლიზბეტ მარჩერთან ერთად მუშაობდა ბოდინამიკური ანალიზის სისტემის და ბოდი-ნოტ მოდელის განვითარებაზე.


სემინარი „ბოდი-ნოტ მოდელი“ ეძღვნება ჯანსაღ კომუნიკაციას.

- როგორ წარვმართოთ ურთიერთობა ოპტიმალურად?

- კონფლიქტების გადაწყვეტის უნარები.

- ფაქტი და ინტერპრეტაცია.

- შესაძლებელია თანამოსაუბრემდე მივიტანოთ ჩვენი პოზიცია და გრძნობები?

- რატომ ხდება გაუგებრობები და როგორ მოვახერხოთ გარკვევა?


ენა: ინგლისური, ქართული, რუსული.


სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკები ფსიქოთერაპიაში - ფესტივალი -2020

24 – 27 სექტემბერი 2020

სემინარის ხანგრძლივობა: 4 დღე


2020 წლის 24 – 27 სექტემბერს საქართველოს დედაქალაქში, ქ. თბილისში ჩატარდება ფესტივალი „სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკები ფსიქოთერაპიაში“. ორგანიზატორი: კავკასიის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია (კსოფა).


თქვენ შეძლებთ: მონაწილეობა მიიღოთ მასტერკლასებსა და ვორქშოფებში, ასევე მოისმინოთ ლექციები, გააკეთოთ პრაქტიკული სავარჯიშოები, მონაწილეობა მიიღოთ ლექციებსა და მრგვალ მაგიდებში, ჩაერთოთ ცოცხალ დისკუსიებში..

სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკები ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას, თვითგანვითარებას და თვითრეგულაციას, საკუთარ სხეულთან ჯანსაღი ურთიერთობის ფორმირებას, ისინი ადამიანს ეხმარებიან სხეულის ბლოკებისა და დაჭიმულობის მოდუნებაში, აღადგენენ მთლიანობას როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ დონეზე.

ფასი - 200$ წინასწარი გადახდით, 250$ ადგილზე გადახდის შემთხვევაში. კსოფა-ს წევრებისთვის 150$, ადგილზე გადახდის შემთხვევაში 180$. ერთ დღეზე დასწრება - 85$, ხოლო კსოფა-ს წევრებისთვის - 75$.


ფესტივალი ჩატარდება ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე.


ლიანა ცინკის სემინარი

9-10 ივნისი 2020

სემინარის ხანგრძლივობა: 2 დღე


2020 წლის 9-10 ივნისს ქ. თბილისში ჩატარდება ცნობილი ბრაზილიელი ფსიქოთერაპევტის, ლიანა ცინკის სემინარი, რომელიც მიეძღვნება სექსუალობის თემას.


რა არის „სექსუალობა“? რა განსხვავებაა „სექსუალობასა“ და „სექსს“ შორის, „ორგაზმსა“ და „ ორგაზმულ განმუხტვას“, „სიამოვნებასა“ და „ტკბობას შორის“? რა არის ჩვენი დროის სექსუალობის მახასიათებლები? სექსუალობის რა თავისებურებებით გამოირჩევა თანამედროვე ადამიანი? რატომ იყოფიან სურვილები და გრძნობები და როგორ შევინარჩუნოთ მთლიანობა? როგორია სექსუალობის ჩრდილის მხარე, ევასა და ლილიტის ხატები? და ვინ არის იუნგიანელი დაიმონი?

საინტერესო თეორია, ეფექტური პრაქტიკა და კიდევ ბევრი სხვა რამ!

სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის (სოფ) პროგრამა

კავკასიის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია (კსოფა)

პირველი მოდული 28-31 მარტი 2020

სემინარის ხანგრძლივობა: 4 დღე


სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის კომპლექსური ინტეგრაციული სწავლება.

პროგრამის სტრუქტურა: სასწავლო სემინარები (საბაზისო  მოდულები, მეორე საფეხური), თერაპიული ჯგუფი, სუპერვიზია (ატესტაცია).

352 საათი. სასწავლო პროგრამა: 10 სემინარი(თითო 32 საათი) და სუპერვიზია (32 საათი). დაახლოებით 2,5 წელი.


საბაზისო მოდული:

  1. სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის საფუძვლები.
  2. სხეულის ბლოკებთან და ენერგიასთან მუშაობა სოფ-ში: ვ.რაიხის ვეგეტოთერაპია და მისი შემდგომი განვითარება.
  3. კლიენტის ტაქტიკური და სტრატეგიული წაყვანა სოფ-ში.
  4. დიაგნოსტიკა სოფ-ში.
  5. თანამედროვე სოფ-ის სკოლებთან გაცნობა.

მეორე საფეხური:

  1. ბავშვი-მშობლის ურთიერთობებთან მუშაობა სოფ-ში.
  2. თერაპიული ჯგუფი.
  3. სოფ ბავშვებთან მუშაობაში.
  4. სხეულთან მუშაობა გეშტალტ-მიდგომაში.
  5. სხეულზე ორიენტირებული არტ-თერაპია.

ატესტაცია:

  1. სუპერვიზია.

მასწავლებლები: ირინა სოლოვიოვა რუსეთიდან (ძირითადი სემინარები, სუპერვიზია), ქეთევან ბერიძე საქართველოდან („სხეულზე ორიენტირებული არტ-თერაპია“)


ბიოსინთეზის საერთაშორისო პროგრამა შვეიცარიის ბიოსინთეზის ინსტიტუტის

(ხელმძღვანელები დევიდ ბოადელა და სილვია ბოადელა) ქოლგის ქვეშ

23-26 იანვარი 2020

სემინარის ხანგრძლივობა: 4 დღე


გაცნობებთ რომ საქართველოში საერთაშორისო პროგრამა ბიოსინთეზის მეორე ნაკადის დაწყება დაგეგმილია 2020წ 23-26 იანვარს!

ბიოსინთეზი არის სხეულზე ორიენტირებული თერაპიის წამყვანი მიმდინარეობა, რომელიც აღიარებულია ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მიერ და გამოირჩევა პოპულარულობით მსოფლიოში. პროგრამა ჩატარდება შვეიცარიის ბიოსინთეზის ინსტიტუტის (ხელმძღვანელები დევიდ ბოადელა და სილვია ბოადელა) ქოლგის ქვეშ და კავკასიის სხეულზე ორიენტირებული თერაპიის ასოციაციის მხარდაჭერით (ხელშეკრულების საფუძველზე). მონაწილეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასწავლო პროგრამის კურსს მიიღებენ ევროპულ სერტიფიკატებს და ინსტიტუტის დიპლომს.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს განურჩევლად საბაზისო განათლებისა და მსგავს სემინარებში მონაწილეობის გამოცდილებისა.

ვიწყებთ 23-26 იანვარს 2020წ


ჩატარების ადგილი: საქართველო თბილისი და ბათუმი

საბაზისო კურსი მოიცავს 12 სემინარს (წელიწადში 4 სემინარი, სულ 3 წელი) თითოეული სემინარის ხანგრძლივობა 4 სრული დღე

სემინარებს ჩაატარებენ - მსოფლიო რანგის საერთაშორისო ტრენერები - გერლინდე ბუხოლცი, ლიანე ცინკი, ლილი ანაგნოსტოპულუ

ენა - ინგლისური, რუსული, ქართული (სინქრონული თარგმანი)

საფასური - ერთი წლის სრულად დაფარვის შემთხვევაში 900$, ერთი თვით ან უფრო ადრე სემინარის საფასურის დაფარვის შემთხვევაში 250$, უშუალოდ სემინარის წინ საფასურის დაფარვის შემთხვევაში 280$

პიროვნება, რომელიც მოიყვანს ხუთ მონაწილეს პროგრამას გაივლის უსასყიდლოდ.

პროგრამის ხელმძღვანელები - გერლინდე ბუხოლცი, ლიანე ცინკი, ლილი ანაგნოსტოპულუ.

ორგანიზატორები - კეთევან ბერიძე, ნინო ვერხვიაშვილი, დიანა ნიკოლაიშვილი, ირინა სოლოვიოვა.