წ ე ს დ ე ბ ა


 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

 

„ კავკასიის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია “

 

 

 

 

წ ე ს დ ე ბ ა

 

დამტკიცებულია დამფუძნებელ წევრთა

2018 წლის 01 ნოემბრის   #1 გადაწყვეტილებით

 

 

 

ბათუმი

2018 წელი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

1.1.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი `კავკასიის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია `კავკასიის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია” (შემდგომში _ `ასოციაცია~) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც მოქმედებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად

1.2.      ასოციაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და მისი სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე წესდებით.

1.3.      ასოციაციის სახელწოდებაა:

   -        ქართულ ენაზე: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ` კავკასიის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია ~. შემოკლებით ქართულ ენაზე: ()იპ `კსოფა”.

    ინგლისურ ენაზე :  ,,ჩაუცასიან ასსოციატიონ ოფ ბოდყ პსყცჰოტჰერაპყ”.

1.4.      ასოციაციის იურიდიული მისამართია: ბათუმი გვ. გორგლასლის #15 ბინა # 7.

1.5.      ასოციაციის ელექტრონული მისამართია: 2018ცაბპ@გმაილ.ცომ

1.6.      ასოციაცია თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

1.7.      ასოციაცია დაფუძნდა განუსაზღვრელი ვადით და წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, განცალკევებული ქონება, საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საქართველოს და საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში.

1.8.      Aასოციაციას შეუძლია ჰქონდეს ფილიალები, როგორც ქვეყნის შიგნით , ისე მის ფარგლებს გარეთ.

1.9.      ასოციაცია უფლებამოსილია თავისი სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი, არაქონებრივი უფლებები და იკისროს მოვალეობები, იყოს მოსარჩლე ან მოპასუხე სასამართლოში.

1.10.    Aასოციაციას უფლება აქვს გაწევრიანდეს სხვადასხვა  ორგანიზაციებში, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, ქონდეს პირდაპირი საერთაშორისო ურთიერთობები, დადოს შესაბამისი შეთანხმებები, მონაწილეობდეს იმ ღონისძიებათა განხორციელებაში, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა.

1.11.    ა(ა)იპ თავისი წევრის (წევრების), აგრეთავე ხელმძღვანელონასა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის(პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. ა(ა)იპ პასუხისმგებლობა შემოიფარგლება თავისი ქონებით. ა(ა)იპ ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძრვანელობა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი(პირები) პასუხს არ აგებენ. Aასევე არ აგებს პასუხს ხელმძღვანელონასა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის(პირების) ვალდებულებებისათვის.

1.12.                ასოციაციას აქვს ბეჭედი, შტამპი, ანგარიში ბანკში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

 

მუხლი 2. ასოციაციის მიზნები და საქმიანობის ფორმები

 

2.1.      ასოციაციის მიზნებია:

2.1.1.  სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის  პოპულარიზაცია კავკასიაში.

2.1.2. ინფორმაციის გაცვლა სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიით დაინტერესებულ პირებს შორის.

2.1.3.   სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიული მეთოდების პროფესიული სწავლება.

2.1.4.   თერაპიული ჯგუფური მუშაოება სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიული მიდგომებით.

2.1.5.   მეთოდოლოგიური სამუშაოები, სამეცნიერო კვლევები სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის სფეროში.

2.1.6.   საერთაშორისო დონის კავშირების დამყარება ფსიქოთერაპიულ საზოგადოებაში.

2.2.      საწესდებო მიზნების მისაღწევად ასოციაცია:

  1. ეწევა არაკომერციულ საქმიანობას;
  2.        ამყარებს კავშირებს მსგავსი მიზნების მქონე პირებთან, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის გარეთ, აგრეთვე თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;
  3. ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლისგან მიღებული შემოსავალი ხმარდება ასოციაციის მიზნების რეალიზებას;
  4. ეწევა სხვა საქმიანობას, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ასოციაციის მიზნებს და რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს და/ან საერთაშორისო კანონმდებლობით.

           

 მუხლი 3. ასოციაციის წევრობა

 

3.1.      ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აღიარებს ასოციაციის წესდებას და იზიარებს ასოციაციის მიზნებს.

3.2.      ასოციაციის წევრად მიღება ხდება მსურველთაAწერილობითი განცხადების საფუძველზე ასოციაციის გამგეობის მიერ. 

3.3.      ასოციაციის გაწევრიანებული წევრები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ.

3.4.      ყოველ წევრს უფლება აქვს გავიდეს ასოციაციის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

3.5.      წევრობის გადაცემა სხვა პირისათვის ან მისი მემკვიდრეობით გადასვლა არ დაიშვება.

3.6.      ასოციაციის წევრი შეიძლება გარიცხულ იქნას ასოციაციის წევრობიდან შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

3.6.1.   თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს და ლახავს ასოციაციის სახელსა და ღირსებას;

3.6.2.   ასოციაციის ინტერესების უხეშად დარღვევის შემთხვევაში; 

3.6.3.   საწევრო შენატანის ზედიზედ სამი თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში;

3.6.4.   კანონითა და წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3.7.      წევრის გარიცხვის  შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  დამფუძვნებელთა საბჭო. გარიცხულ წევრს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.

3.8.      ასოციაციის საპატიო წევრი შეიძლება გახდეს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მოღვაწეობს შესაბამის სფეროში და განსაკუთრებული რეპუტაციით გამოირჩევა; ასოციაციის საპატიო წევრზე არ ვრცელდება ასოციაციის ჩვეულებრივი წევრისათვის ამ წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.

 

მუხლი 4. ასოციაციის დამფუძნებელი წევრები

 

4.1.      ასოციაციის დამფუძნებელი წევრებია:

 

_ ქეთევან ბერიძე (30.06.1976 წ., მცხოვრები, ქ.ბათუმი გვ. Gგორგასლის სახლი 15, ბინა 7 საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 61001040972);

_ დიანა ნიკოლაიშვილი დაბადებული (დაბადების თარიღი  06.08.1982; მცხოვრები, თბილისი ამაღლების შესახვევი #7; პ/ნ 01017017266

_ ნინო ვერხვიაშვილი (დაბადების თარიღი 20.04.1982; მცხოვრები თბილისი დიღმის მასივი Mმე-2 მე-19 კორპუსი ბინა 62; პ/ნ 01024026422)

_ ირინა სოლოვიოვა(დაბადების თარიღი 04.05.1982 ; მცხოვრების რუსეთის ფედერაცია. Mმოსკოვი, მე-2 სანიჩკინას ქუჩა, სახლი 11, ბინა 95, პასპორტის ნომერი 71 4120896)

 

მუხლი 5. ასოციაციის წევრის უფლება-მოვალეობანი

 

5.1.      ასოციაციის წევრს უფლება აქვს:

5.1.1.   მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის საერთო კრების მუშაობაში;

5.1.2. მონაწილეობდეს ასოციაციის პროგრამებსა და პროექტებში, მათ შემუშავებასა და განხილვაში, კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად;

5.1.4.   მიიღოს ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისაგან მათი საქმიანობის შესახებ;

5.1.5.   შესაძლებლობისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ასოციაციის საქმიანობაში;

5.1.6.   ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და ქონებით, თუ ეს არ ხელყოფს ასოციაციის ინტერესებს.

5.2.      ასოციაციის წევრი მოვალეა:

5.2.1.   დაიცვას ასოციაციის წესდება, დებულებები და ასოციაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები;

5.2.2.   გაუფრთხილდეს ასოციაციის ღირსებას და ავტორიტეტს;  

5.2.3.   აქტიურად შეუწყოს ხელი ასოციაციის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტას;

5.2.4.   გაუფრთხილდეს ასოციაციის ქონებას;

5.2.5.   გადაიხადოს საწევრო შესატანი, დამფუძვნებელთა საბჭოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.

 

მუხლი 6. საწევრო შესატანი

 

6.1.      საწევრო შესატანი გამოიყენება ასოციაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

6.2.      შესატანის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ასოციაციის  საერთო კრების მიერ, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს დამფუძვნებელთა საბჭო .

 

 

მუხლი 7. ასოციაციის ორგანოები

 

7.1.      ასოციაციის ორგანოებია:

         -  ასოციაციის წევრთა საერთო კრება;

         -  ასოციაციის დამფუძვნებელთა საბჭო

         -  ასოციაციის თავმჯდომარე.

 

მუხლი 8. საერთო კრება

 

8.1.      ასოციაციის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს ასოციაციის წევრთა საერთო კრება (შემდგომში _@`კრება”).

8.2.      ასოციაციის ინტერესებიდან გამომდინარე საერთო კრება მოიწვევა დამფუძვნებელთა საბჭოს მიერ არანაკლებ ერთხელ წელიწადში.  

8.3.      რიგგარეშე კრება შეიძლება მოწვეული იქნას წევრთა 1/5-ის ან დამფუძვნებელთა საბჭოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მიზნისა და საფუძვლის და დღის წესრიგის მითითებით.

8.4.      წევრთა საერთო კრება გაიმართება ასოციაციის ადგილსამყოფელზე, თუ მომწვევის მიერ სხვა ადგილი არ იქნა განსაზღვრული.

8.5.      საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა 2/3-ზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ საერთო კრება აღმოჩნდება გადაწყვეტილებაუუნარო, მაშინ იგი განმეორებით მოიწვევა 7 (შვიდი) დღის შემდეგ იმავე წესითა და დღის წესრიგით. განმეორებით მოწვეული საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

8.6.      კრების მოწვევის შესახებ ასოციაციის წევრებს უნდა ეცნობოთ წერილობით კრების ჩატარებამდე 2 (ორი) კვირით ადრე მაინც. მოსაწვევში აღინიშნება კრების ჩატარების ადგილი, დრო და დღის წესრიგი. იმ შემთხვევაში, თუ კრების მიერ განხილულ უნდა იქნას ასოციაციის გაუქმების საკითხი, კრების მოწვევის შესახებ უნდა ეცნობოთ წერილობით 30 (ოცდაათი) დღით ადრე მაინც. მოსაწვევი შეიძლება გაიგზავნოს წერილით, ფაქსით ან ელ-ფოსტით.

8.7.      კრება წარიმართება ასოციაციის თავმჯდომარის მიერ. მის მიერ ამ უფლების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, კრებას წარმართავს დამფუძვნებელთა საბჭოს ერთ-ერი წევრი.

8.8.      კრებაზე დასწრებას უთანაბრდება წევრის წერილობითი მონაწილეობა კენჭისყრაში. დაუსწრებლად კენჭისყრაში მონაწილეობისა და საკუთარი მოსაზრების შესახებ, წევრმა დამფუძვნებელთა საბჭოს უნდა აცნობოს კრების ჩატარებამდე 5 (ხუთი) დღით ადრე მაინც.

8.9.      ასოციაციის ყველა წევრს კენჭისყრისას აქვს თითო ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში განხილული საკითხი მიიჩნევა უარყოფილად.

8.10.    კრება გადაწყვეტილებებს იღებს ფარული ან ღია კენჭისყრით. კენჭისყრის სახეობას განსაზღვრავს კრება.

8.11.                კრების ჩატარების დროს დგება ოქმი, რომელშიც მიეთითება კრების ჩატარების ადგილი, დრო, წევრთა ოდენობა, დღის წესრიგი და კრების გადაწყვეტილებები. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე ასოციაციის თავმჯდომარე.

 

მუხლი 9. Aასოციაციის წევრთა საერთო კრების კომპეტენცია

 

9.1.      კრების კომპეტენციას განეკუთვნება:

9.1.1.   ასოციაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეთავაზება/განხილვა.

9.1.2.   ასოციაციის მიზნის ცვლილებაზე წინადადების წარდგენა და განხილვა;

9.1.3.   ასოციაციის თავმჯდომარის კანდინატურის დაყენება.

9.1.4.  დამფუძვნებელთა საბჭოს წარუდგინოს წინადადებები საწევრო  შენატანის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე.

9.1.5. დამფუძვნებელთა საბჭოსაგან მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და მოისმინოს  მათი განმარტებები.

9.1.5. ასოციაციის ახალი წევრის მიღების, გასვლის ან გარიცვის შესახებ წინადადების დაყენება, საბოლოო გადაწყვეტილებას კი იღებს დამფუძვნებელთა საბჭოს .

9.2.                  კრება გადაწყვეტილებებს იღებს კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმების უბრალო უმრავლესობით.. 

 

მუხლი 10. ასოციაციის დამფუძვნებელთა საბჭო

 

10.1.    ასოციაციის დამფუძვნებელთა საბჭო (შემდგომში _ `საბჭო”) წარმოადგენს ასოციაციის ხელმძღვანელ ორგანოს, რომელიც მართავს და უძღვება ასოციაციის ყოველდღიურ საქმიანობას.

10.2.    დამფუძვნებელთა საბჭო შედგება ასოციაციის თავმჯდომარის და დამფუძვნებლებისაგან.

10.3.                დამფუძვნებელთა საბჭო ვალდებულია დაიცვას და გაუფრთხილდეს ასოციაციის ქონებას. იგი ვალდებულია წარუდგინოს ანგარიში კრებას ასოციაციის ქონების მდგომარეობის თაობაზე.

10.4.    დამფუძნებელთა საბჭოს სხდომა მოწვეულ უნდა იქნას სამ თვეში ერთხელ. დამფუძნებელთა საბჭოს განსაკუთრებული სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნას ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, ან არა ნაკლებ 2 (ორი) წევრის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

10.5.    დამფუძნებელთა საბჭოს სხდომის ჩატარებისა და დღის წესრიგის შესახებ დამფუძვნებელთა საბჭოს წევრებს უნდა ეცნობოთ დამფუძვნებელთა საბჭოს სხდომის ჩატარებამდე 3 (სამი) დღით ადრე მაინც.

10.6.    დამფუძნებელთა საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება დამფუძვნებელთა საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი წევრი. თუ დამფუძვნებელთა საბჭოს შემადგენლობიდან რომელიმე წევრი ვერ ესწრება სხდომას, მან შეიძლება წერილობით მისცეს ხმა გადასაწყვეტ საკითხს, ასევე მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საკაიპის საშუალებით, რაც უთანაბრდება კრებაზე მონაწილეობას. დაუსწრებლად კენჭისყრაში მონაწილეობისა და საკუთარი მოსაზრების შესახებ, ასევე სკაიპით სხდომაში მონაწილეობის შესახებ, წევრმა დამფუძნებელთა საბჭო უნდა აცნობოს დამფუძვნებელთა საბჭო სხდომის ჩატარებამდე 1 (ერთი) დღით ადრე მაინც. 1 (ერთი) დღისთ ადრე უნდა აცნობოს დამფუძვნებელთა საბჭოს.

10.7.    გადაწყვეტილების მიღებისას დამფუძვნებელთა საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. დამფუძვნებელთა საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება დამფუძვნებელთა საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ასოციაციის თავმჯდომარის ხმა.

10.8.    დამფუძნებელთა საბჭოს სხდომის დროს დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება სხდომის ჩატარების ადგილი, დრო, მონაწილეთა რაოდენობა, დღის წესრიგი და საბჭოს  გადაწყვეტილება. ოქმს ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე დამფუძნებელთა საბჭოს ყველა წევრი, ხოლო ის წევრი რომელმაც სხდომაზე პირადად ვერ მიიღო მონაწილეობა, ან სკაიპის საშუალებით მიიღო მონაწილეობა, ოქმზე გაკეთდთდება შესაბამისი ჩანაწერი მათი სხმის მიცემის შესახებ.

10.9.    ასოციაციის დამფუძნებელთა საბჭო წევრები არიან:

 

_ ქეთევან ბერიძე (30.06.1976 წ., მცხოვრები, ქ.ბათუმი გვ. Gგორგასლის სახლი 15, ბინა 7 საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 61001040972);

_ დიანა ნიკოლაიშვილი დაბადებული (დაბადების თარიღი  06.08.1982; მცხოვრები, თბილისი ამაღლების შესახვევი #7; პ/ნ 01017017266

_ ნინო ვერხვიაშვილი (დაბადების თარიღი 20.04.1982; მცხოვრები თბილისი დიღმის მასივი Mმე-2 მე-19 კორპუსი ბინა 62; პ/ნ 01024026422)

_ ირინა სოლოვიოვა(დაბადების თარიღი 04.05.1982 ; მცხოვრების რუსეთის ფედერაცია. Mმოსკოვი, მე-2 სანიჩკინას ქუჩა, სახლი 11, ბინა 95, პასპორტის ნომერი 71 4120896)

 

მუხლი 11. დამფუძნებელთა საბჭოს კომპეტენცია

 

11.1.    დამფუძნებელთა საბჭო უფლებამოსილია:

11.1.1. უზრუნველყოს საწესდებო მიზნების განხორციელება; ასევე შეცვალოს ასოციაციის მიზანი;

11.1.2. მიიღოს და დაამტკიცოს ასოციაციის წევრები;

11.1.3. ასოციაციის წესდებაში შეიტანოს ცვლილებებისა და დამატებები; დაამტკიცოს წესდება ახალი რედაქციით;

11.1.4. მოიწვიოს ასოციაციის საერთო კრება და უზრუნველყოს მისი ორგანიზაციული გამართვა;

11.1.5. დააფუძნოს საწარმოები და ასოციაციის ფილიალები ან გადაწყვიტოს სხვა საწარმოებში წილობრივი მონაწილეობის საკითხი, დაამტკიცოს დაფუძნებული საწარმოებისა და ასოციაციის ფილიალების წესდებები (დებულებები); დანიშნოს და გაათავისუფლოს საწარმოებისა და ფილიალების ხელმძღვანელები; 

11.1.6.  აირჩიოს ასოციაციის თავჯდომარე და განთავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან.

11.1.7. განსაზღვროს ხელმძღვანელობის უფლება და ფარგლები ამ წესდების მიხედვით;

11.1.8. მართოს და განკარგოს ასოციაციის ქონება;

11.1.9. დაამტკიცოს ასოციაციის თანამდებობის პირებისა და მოსამსახურე პერსონალის საშტატო ერთეულები და ხელფასის ფონდი ასოციაციის ბიუჯეტის ფარგლებში;

11.1.10.           წარმართოს ასოციაციის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

11.1.11.           განსაზღვროს საწევრო შენატანის ყოველწლიური ოდენობა;

11.1.12.           დაამტკიცოს ასოციაციის ფილიალების ბიუჯეტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

11.1.13.           დაამტკიცოს ასოციაციის ბეჭედი, შტამპის ნიმუშები;

11.1.14.           დაამტკიცოს ასოციაციის სიმბოლოები (ლოგოტიპები, სავაჭრო ნიშნები და სხვ.);

11.1.15.           წარმართოს ასოციაციის სხვა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.

11.2.  დამფუძვნებელთა საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმების უბრალო უმრავლესობით. გადაწყვეტილება წესდების შეცვლის, აგრეთვე საბჭოს ან მისი ცალკეული წევრის არჩევის ან გაწვევის თაობაზ, ასევე  ასოციაციის მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება  წევრთა ხმების უმრავლესობით.

 

მუხლი 12. წარმომადგენლობა

           

12.1.    ასოციაციის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს ასოციაციის  თავმჯდომარე. 

12.2.    ასოციაციის თავმჯდომარე ასოციაციის საქმეებს უნდა უძღვებოდეს კეთილსინდისიერად. იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეასრულებს ამ მოვალეობას, ასოციაციის წინაშე პასუხს აგებს წარმოშობილი ზიანისთვის.

 

მუხლი 13. ასოციაციის თავმჯდომარე

           

13.1.    ასოციაციის თავმჯდომარე წარმოადგენს უმაღლეს თანამდებობის პირს. ასოციაციის თავმჯდომარე მოქმედებს ასოციაციის სახელით და წარმოადგენს მას სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების, აგრეთვე მესამე პირთა წინაშე, აგრეთვე ხელს აწერს ყველა დოკუმენტს, რაც ასოციაციის სახელთან არის დაკავშირებული.

13.2.    ასოციაციის თავმჯდომარე აირჩევა დამფუძვნებელთა საბჭოს მიერ, დამფუძვნებელთა შემადგენლობიდან  3 (სამი) წლით. თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს მხოლოდ ასოციაციის დამფუძვნებელი.

13.3.    ასოციაციის თავმჯდომარის მიერ თავისი თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის წერილობითი რწმუნებით აღჭურვილი დამფუძვნებელთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

13.4.    ასოციაციის თავმჯდომარედ არჩეულია:

      _ ქეთევან ბერიძე (30.06.1976 წ., მცხოვრები, ქ.ბათუმი გვ. Gგორგასლის  

სახლი 15, ბინა 7 საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 61001040972);

 

მუხლი 14. ასოციაციის ქონება

 

14.1.    ასოციაციის ფინანსური წყაროებია:

14.1.1. ასოციაციის წევრთა საწევრო შენატანები;

14.1.2. სხვა საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა შემოწირულობები, გრანტები;

14.1.3. დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული         შემოსავლები;

14.1.4. სხვა წყაროები, რომლებიც აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით.

14.2.    ასოციაციის ქონება გამოიყენება მხოლოდ საწესდებო მიზნებისათვის.

14.3.    ასოციაციის წევრები არ იღებენ არავითარ წილს ასოციაციის ქონებიდან. მიღებული მოგება მოხმარდება მხოლოდ ასოციაციის მიზნებს.

14.4.    ასოციაციის შემოსავლებიდან შეიძლება შეიქმნას სარეზერვო, საქველმოქმედო და სხვა ფონდები.

 

მუხლი 15. ასოციაციის ხანგრძლივობა

 

ასოციაცია შექმნილია და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

 

 მუხლი 16. ასოციაციის რეორგანიზაცია და გაუქმება (ლიკვიდაცია)

 

16.1.    ასოციაციის რეორგანიზაცია (მიერთება, შეერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

16.2.    ასოციაციის გაუქმება ხდება შემდეგ შემთხვევებში:

16.2.1. რეგისტრაციის გაუქმებისას;

16.2.2. დამფუძვნებელთა საბჭოს გადაწყვეტილებით;

16.2.3. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

16.3.    ასოციაციიდან რომელიმე წევრის გასვლა არ გამოიწვევს ასოციაციის გაუქმებას.

16.4.    ასოციაციის ლიკვიდაციას ახორციელებს დამფუძვნებელთა საბჭო;

16.5.    ასოციაციის ქონების ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

16.6.    ასოციაციის ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე ან მსგავსი მიზნების მქონე არაკომერციულ ორგანიზაციას.  

 

მუხლი 17. დასკვნითი დებულებები

 

17.1.    ასოციაციის წევრებს, ასევე ასოციაციის და მის წევრებს შორის წარმოქმნილი დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს საქართველოს საერთო სასამართლო.

17.2.    ამ წესდების რომელიმე დებულების ბათილობა არ გამოიწვევს მთელი წესდების ბათილობას. იგივე წესი მოქმედებს, როდესაც წესდებაში რაიმე ხარვეზი იქნება დადგენლი.

17.3.    ბათილი დებულების მაგივრად ან ხარვეზის შესავსებად შეთანხმებულ უნდა იქნას შესაბამისი მოწესრიგება, რომელიც მასთან უფრო ახლოა და სასურველია ასოციაციის წევრების მიერ, აგრეთვე შეესაბამება წესდების არსსა და მიზანს.

17.4.    ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ დამფუძნებელთა საბჭოს გადაწყვეტილებით.

 

 

ასოციაციის დამფუძნებლები:

 

 

ქეთევან ბერიძე ____________________________________________-____

დიანა ნიკოლაიშვილი ___________________________________________

ნინო ვერხვიაშვილი ____________________________________________

ირინა სოლოვიოვა_______________________________________________