წევრობა


მოგმართავთ ჩვენს ძვირფას კოლეგებს და ყველას, ვისაც აინტერესებს ფსიქოლოგია, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია და სხეულთან დაკავშირებული პრაქტიკები! 
ჩვენი „კავკასიის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია“ (კსოფა) იწყებს ახალი წევრების მიღებას. ასოციაციის წევრობა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს. მთავარია ინტერესი სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის მიმართ.

კსოფა-ს წევრები მიიღებენ:
1. პროფესიული საზოგადოების წევრობას;
2. ფასდაკლებას კსოფა-ს ღონისძიებებში (პროგრამები, სემინარები, ფესტივალები, კონგრესები, კონფერენციები, ლექციები), მათ შორის უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით მიმდინარე ღონისძიებებში;
3. სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიისთვის მიძღვნილ ელექტრონულ ჟურნალს „ოფრისი“ უფასოდ.

ასოციაციის წევრობის 2 ვარიანტი არსებობს:
1. კსოფა-ს ასოცირებული წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი განათლების მქონე ადამიანი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი;
2. კსოფა-ს წევრი შეიძლება გახდეს 18 წელს გადაცილებული ადამიანი, რომელსაც დაგროვილი აქვს სხეულზე ორიენტირებულ თერაპიაში (ნებისმიერ ქვეყანაში, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ნებისმიერ მიმართულებაში) სწავლების მინიმუმ 200 სთ.

კსოფა-ში გაწევრიანების საფასური შეადგენს 30 დოლარს (საქართველოს მოქალაქეებისთვის 30 $ ექვივალენტი ლარში), რომელიც ასევე მოიცავს პირველი წლის წევრობის საფასურს. 
შემდეგი წლიდან ასოციაციის წევრობის წლიური საფასური შეადგენს 25 დოლარს (საქართველოს მოქალაქეებისთვის 25$ ექვივალენტი ლარში).

სიამოვნებით მიგიღებთ ყველა დაინტერესებულ პირს ჩვენს ასოციაციაში!